“ქაოტური მდგომარეობაა პოლიციაში და გდდ–ში” – ხატია დეკანოიძე

2 weeks ago 8

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე:

მიყვებიან, რომ საკმაოდ ქაოტური მდგომარეობაა პოლიციაში და გდდში.

დამრბევები აღარ არიან ისეთი რიხით, როგორც თავიდან.

სხვა დანაყოფებშიც მძიმე სიტუაციაა.

თათბირები პირად შემადგენლობასთან ხშირად ქუჩაში ტარდება. აღარ აქვთ დრო იდიეოლოგიზირებული შეკრებების.

ჩატებშიც ვეღარ წერენ – ეშინიათ გატანის.

ასევე მოდის ინფორმაცია, რომ კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლებს პოლიციაში გადაყვანას უპირებენ – დამრბევებში ჩაწერის შემდეგ.

დაიღალნენ და ეს მხოლოდ ფიზიკური დაღლა არ არის. ივანიშვილის მიერ მოუბრუნებელი წერტილის გადალახვამ – მათ სამუდამო განაჩენი გამოუტანა. რეჟიმის საყრდენად გახადა. ეს რთულია.

იცოდნენ, რომ ყველაფერს ვიგებთ და გავიგებთ.

სრულად წაკითხვა