ქარელის მერია 3 ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაში 27 000 ლარს გადაიხდის 

4 days ago 3

ქარელის მერია 3 ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესაძენად 27 000 ლარის დახარჯვას აპირებს. აქედან 7 000 ლარი ტოიოტა RAV4-ისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 20 000 ლარი მიცუბიშისა და შკოდას მარკის ავტომობილებისთვის. 

დოკუმენტაციის მიხედვით,  ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, ერთი წლის განმავლობაში, ტექნიკურ მომსახურებას მიიღებენ ავტომობილები:

  • ტოიოტა RAV4 ს/ნ EL – 290 LL;
  • მიცუბიში L200 ს/ნ KK – 118 – ZZ;
  • შკოდა ოქტავია ს/ნ DD – 669 – SS.

ჩამოთვლილი ავტომობილებიდან ერთ-ერთი სოციალური სამსახურის უფროსს, გია ტიტვინიძეს ეკუთვნის, რომელიც ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის ახლობელია. კერძოდ, გულიაშვილი არის ტიტივნიძის შვილის ნათლია. 

ამჟამად, ქარელის მერიის ბალანზე 8 ავტომობილი ირიცხება, საიდანაც 2-ით ქარელის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ მათთვის ახალი ავტომობილები გასულ წელს შეიძინეს.


ინფორმაციისთვის, ზაზა გულიაშვილისა და გია ტიტვინიძის ახლობლობაზე და მათზე მორგებულ საკადრო პოლიტიკაზე “მოზაიკამ” მასალაც მოამზადა, რომლის მიხედვითაც გულიაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, სწორედ ტიტვინიძის დახმარებით დაირეგისტრირა. 

ამავე თემაზე: უფასოდ “ნაყიდი” მიწა და ქარელის მერის ინტერესებს მორგებული საკადრო პოლიტიკა 

სრულად წაკითხვა