ახალი ამბები
4 seconds ago
1 წუთის საკითხავი
ქარელის მუზეუმიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა.
ლელა ეკალაძეს ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებამ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუფორმა. ეკალაძე მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სპეციალისტად მუშაობდა.
“მე აღარ გამიფორმეს ხელშეკრულება, შემიწყვიტეს”, – გვითხრა ლელა ეკალაძემ და დამატებით დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვა.
ლელა ეკალაძე ქარელში პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა.