17
პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბერდია სიჭინავამ “ოცნების” კითხვას, რომელიც 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოში უპასუხა და თქვა:
„თქვენთვის თუ 2008 წლის ომი არის ნაცმოძრაობასა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარე ომი, ეგ არის სხვა. დღეს, ჩვენ რომ ქართველები აქ ერთმანეთს ვადანაშაულებთ, რაღაც რეზოლუციას რომ მოვაწერეთ ხელი, თუ შეიძლება ჩივიდინეთ თუ დავიბრალეთ ეს დანაშაული, მე ვფიქრობ ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი.
საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, რუსული აგრესიის მსხვერპლი. არცერთი ომის დანაშაული, არცერთი აგრესიის დანაშაული, საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ სამხედრო შენაერთებს არ ჩაუდენიათ.
წარმოუდგენელია, რომ დღეს ამ საკითხს ვიხილავთ მოსარჩელე მხარის ინიციატივით საკონსტიტუციო სასამართლოში, ქართულ სასამართლოში, სადაც ქართველები ერთმანეთს ვუსვამთ შეკითხვას, ჩაიდინეს თუ არა ქართველებმა ომის დანაშაული, თვითონ კითხვაც კი არის უკვე ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი. აი აქ ამ საჯარო სხდომაზე გარჩეული საკითხი, რომელსა დარწმუნებული ვარ, რომ ლავროვის საგარეო უწყება ადევნებს თვალს, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ხვალ ჟენევაში და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში”. – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საერთაშიროსო alia.ge