ქართველი მსახიობები კიდევ ერთ საერთაშორისო კინოპროექტში მიიღებენ მონაწილეობას. რეჟისორ გაი მოშეს ახალ სამოქმედო თრილერში The Fix, ვერონიკა კალანდარიშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს, სანდრო კახეთელიძეს, მერაბ ნათაძეს, ნიკოლოზ ნოზაძესა და დავით ბერუაშვილს ვიხილავთ.
პროექტში ქართველების მონაწილეობა მხოლოდ სამსახიობო შემადგენლობით არ შემოიფარგლება — სხვადასხვა დეპარტამენტში ქართველი კინოპროფესიონალები მუშაობდნენ როგორც შემოქმედებით, ისე ტექნიკურ მიმართულებებზე.

მათ შორის არიან კასტინგ-დირექტორი სოფია გეგეშიძე, რომელიც მსახიობების შერჩევის პროცესში იყო ჩართული, და წარმოების მენეჯერი სალომე სოხაძე, რომელიც გადაღებების ორგანიზაციულ მხარეს კურირებდა. რეჟისორის გუნდში მუშაობდნენ ნინი ნოზაძე და სალომე ფაფავაძე, ხმის დეპარტამენტში კი ვანო გვარაძე და შოთა კოვალენკო.
The Fix სამხედრო-სამოქმედო თრილერია, რომლის სიუჟეტი CIA-ის ყოფილ ოპერატორებზე გვიყვება. ავღანეთში წარუმატებელი მისიის შემდეგ ისინი თეირანში კიდევ ერთ, უკიდურესად სახიფათო ოპერაციას იწყებენ, რომელიც მათთვის ერთდროულად პროფესიული მოვალეობაცაა და საკუთარი წარსულის გამოსწორების შანსიც.
ფილმის რეჟისორი გაი მოშეა, ხოლო მთავარ როლებს ლიამ ნისონი, ზაკარი ლევი და ტიტუს უელივერი ასრულებენ. პრემიერა აშშ-ის კინოთეატრებში 2026 წლის 11 სექტემბერს გაიმართება.
ფილმის შექმნაში მონაწილე ქართველი კინოპროფესიონალები:
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ქართული სიმღერა უცხოურ ფილმში – ეკა ჩავლეიშვილი საიმონ ვუდსის პროექტში მონაწილეობაზე

2 days ago
27







English (US) ·
Georgian (GE) ·