WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ადგილობრივი მაცხოვრებელი რომან დარსალია დააკავეს, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზების მიერ „ქართველი ხალხის გენოციდის“ შესახებ განცხადებების გაკეთების ბრალდებით.

უწყების მიერ 4 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცმა „უკრაინელ ბლოგერთან პირდაპირი ეთერის დროს გააკეთა განცხადებები, რომლებიც აფხაზი ხალხის მიმართ შეურაცხყოფას შეიცავდა“. კერძოდ, მან „გამოთქვა ვერსია, რომ აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის დროს [1992-1993 წლების აფხაზეთის ომი], აფხაზებმა „ქართველების გენოციდი მოაწყვეს“.

უწყებამ დასძინა, რომ დარსალიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს „საჭირო გადამოწმების ზომები“ და რომ თავად დარსალიამ „ბოდიში მოუხადა აფხაზეთის მოსახლეობას გაკეთებული განცხადებებისთვის“.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც დარსალია თავს „აფხაზეთის მოქალაქედ“ წარადგენს და ბოდიშს იხდის „ჩვენი ხალხის გრძნობების უნებლიე შეურაცხყოფისთვის“. დარსალია ასევე ამბობს, რომ „ყველამ ვიცით, რომ ქართველი ხალხის გენოციდი არ მომხდარა; პირიქით, ჩვენი აფხაზი ხალხის გენოციდი მოხდა“. იგი ამტკიცებს, რომ სწორედ ეს თქვა უკრაინელ ბლოგერთან პირდაპირი ეთერის დროს, რომელმაც, მისი თქმით, მისი სიტყვები შეცვალა.

დარსალია ასევე ბოდიშს იხდის „რუსეთის ხელისუფლებასა და რუს ხალხზე ნეგატიური საუბრისთვის“.

აფხაზური წყაროების მიერ ატვირთულ ვიდეოში დარსალია უკრაინელ ბლოგერთან, ანდრიი პოპიკთან საკუთარი თავის წარდგენისას ამბობს, რომ ის „აფხაზეთიდაა“, თუმცა ეთნიკურად „მეგრელია“ და არა „აფსუა“ (ეთნიკური აფხაზი).

საუბრის დროს დარსალია ეთანხმება ბლოგერს, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს „ქართველი ხალხის გენოციდი მოხდა“. თუმცა, ამ ნაწილში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ განახორციელა გენოციდი და არც დარსალიას მიერ გენოციდის შესახებ გაკეთებული განცხადებაა ნაჩვენები.

This post is also available in: English