ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე “კახა ზუგდიდსკი” საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ სიმსივნე ჰქონდა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ახლობლებმა ალშიბაიას გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყვეს.
უცნობია, სად დაკრძალავენ ქართველ “კანონიერ ქურდს საფრანგეთიდან ზუგდიდში. ალშიბაიას მშობლები და ძმები ცოცხალი აღარ ჰყავს.
ცნობისთვის, კახა ალშიბაიასთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი არასდროს შეუჩერებიათ. ის საქართველოში ბოლოს 1998 წელს იყო ჩამოსული. მაშინ ალშიბაია სენაკის აეროპორტში მოსკოვიდან შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის დაჯავშნული “მერსედესი” დახვდა.
ფოტო(ტვ პირველი)

21 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·