Setanta Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება.
“ქართველი ნინძას” მეტოქე 30 წლის დევიდ ონამა იქნება.
დაპირისპირება 5 აპრილს UFC FIGHT NIGHT-ის ფარგლებში გაიმართება.
ცნობისთვის, გიგა ჭიკაძემ უკანასკნელი შეხვედრა UFC ENGLAND-ზე არნოლდ ალენის წინააღმდეგ გამართა, სადაც სამწუხაროდ მარცხი იწვნია.