WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

ქართველი ქალების უკანონო დაჭერები ხომ ცალკე საძაგლობაა, მაგრამ ამ საქმეებში ფარჩაკი ქოცი კაცების აგენტ-პროვოკატორობა ზიზღს და გულისრევას იწვევს.

გინდა მზიას საქმეში “ლოყამეტკინა” დგებუაძე, გინდა ელენეს საქმეში “პლაკატიდამიჯღაბნა” კალაძე და გინდა მაია კოხტაშვილის საქმეში “ბებიაცუდადმყავს” მარტყოფლიშვილი ფარჩაკი აგენტ-პროვოკატორი ნაკაცარები არიან.

შესანიშნავი, პატრიოტი, მებრძოლი ქართველი ქალებისთვის, ოთხი შვილის დედებისთვის უკანონო პატიმრობის გამჩალიჩებელი ფარჩაკი აგენტ-პროვოკატორი – ესაა ქოცების გაგებით ქართველობა და კაცობა.