“ეს დღე, არა თუ ადამიანების უფლებების აღნიშვნის დღეა, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა. ასე უნდა ვახსენოთ ეს დღე და ასე დარჩება ისტორიაში. ასევე, ისინი ვინც ამაში მონაწილეობდნენ ან კიდევ მიიღებენ მონაწილეობას ამ დღეებში, ისინიც შევლენ საქართველოს ისტორიაში, რადგან ქართველი ხალხი, ქართველი ერი ამას არასდროს ივიწყებს. იცოდნენ რომ ყველა – გაირკვევა ვინ სად იყო, რაც არ უნდა ნიღბები ატარონ და ყველას დავიმახსოვრებთ…”
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიალზე.