“ქართულ ოცნებას” ორმა გორელმა 70 000 ლარი შესწირა

2 weeks ago 4

ბოლო 3 თვის განმავლობაში, “ქართული ოცნების” დამფინანსებლებს შორის 2 გორელი ფიგურირებს.

ერთ-ერთი მათგანი არის ლაშა მშვიდობაძე, რომელმაც მიმდინარე წელს “ქართულ ოცნებას” 30 000 ლარი შესწირა. მშვიდობაძემ პარტიას 2021 და 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდებშიც გადაურიცხა თანხა, ჯამში 35 000 ლარის ოდენობით. ლაშა მშვიდობაძის შესახებ ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ არის შპს ტრანსავტოს 2.02% წილის მფლობელი.

რაც შეეხება მეორე შემომწირველს – ის არის ზაქარია მარიამიძე, რომელმაც პარტიას 40 000 ლარი შესწირა. მშვიდობაძისგან განსხვავებით, მარიამიძე არცერთი ბიზნესის მფლობელი არ არის. უცნობია რა შემოსავლებით მოახერხა მან აღნიშნული თანხის გადარიცხვა. მარიამიძეც მშვიდობაძის მსგავსაც წინასაარჩევნო პერიოდში ურიცხავდა თანხას “ქართულ ოცნებას” – ჯერ 2021 წელს შესწირა პარტიას 40 000 ლარი, შემდეგ კი, 2024 წელს 20 000 ლარი.

სრულად წაკითხვა