“ქართულ ოცნებას” უნდა, რომ თეატრის ხმა ჩაახშოს – ნატალია ყიფშიძე

1 day ago 5

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას მსახიობი ნატალია ყიფშიძე ეხმაურება და ამბობს, რომ დავით დ გათავისუფლებით ივანიშვილის რეჟიმი თეატრის ხმის ჩახშობას ცდილობს.

“სჯიან იმისთვის, რომ ბატონი დავითი ყოველთვის იყო და არის თავისი ოჯახისკენ. ოჯახი მისთვის არის დასი, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც დაჭერილია 5 თვეა. დავით დოიაშვილი იბრძვის, რომ იყოს თავისუფალი და ამ ბრძოლის გამო უნდათ, რომ ჩაახშონ თეატრის ხმა. თეატრის ხმა არის ძალიან ხმამაღალი. დამოუკიდებელი და თავისუფალი თეატრი თუ არ არის ცნება, მაშინ ხელოვნებაც არაფრად არ ღირს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა მოველოდით, მაგრამ არასწორია, რადგან დოის გარეშე ამ თეატრში ვინ უნდა მოვიდეს, რომელმა მსახიობმა უნდა ითამაშოს ამ სცენაზე. არაფრად არ ღირს ის სპექტაკლი, რომელსაც მთავრობა მარიონეტივით მართავს”. – განაცხადა ნატალია ყიფშიძემ. 

სრულად წაკითხვა