პარლამენტის ლეგიტიმურობას ბარიერგადალახული ოთხი პარტია და პრეზიდენტი არ ცნობენ. სხდომებს ესწრება მხოლოდ „ქართული ოცნება“.
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია ლაზერების გამოყენება შეკრებების დროს... ხშირად არის ეს ლაზერები გამოყენებული იმისათვის, რომ მიანათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამ დროს შესაძლებლობა ნაკლები აქვთ ხოლმე სამართალდამცავებს, რომ თავიანთი საქმიანობა განახორციელონ, როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს“, - თქვა არჩილ გორდულაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა.
28 ნოემბრიდან თბილისში დაწყებულ ხალხმრავალ აქციებზე დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პიროტექტინკას და ლაზერებს. აქციის მონაწილეებს პოლიციისგან გაშვებული ცრემლმდენი აირისგან თავის დასაცავად სპეციალური ნიღბები აქვთ გაკეთებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩივის, რომ ამ მიზეზით ვერ პოულობს იმ ადამიანებს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასა და თუ ადამინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების დარღვევას მოედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩივილის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ შეიმუშავეს კანონპროექტი და პარლამენტი დაჩქარებული სახით მიიღებს ამ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვა აეკრძალებათ, აქციებზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის კი დემონსტრანტებს დააჯარიმებენ.
28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.
დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.
დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათი ნაწილზე პოლიციამ დაკავების დროს და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.
10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება: