WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და აგენტების გავლენებზე მიანიშნებს:

“ადრეული ქოციანობისას, რუსეთის ნომრიანი აგენტები რუსეთის ბოროტებას იმით აკნინებდნენ, რომ ტოლობის ნიშას სვამდნენ რუსებსა და სხვა მეზობლებს შორის, ხალხის დასაბნევად და ისრების გადასაყვანად შეგნებულად უგულებელყოფდნენ საერთაშორისო სამართალს და ვითომ მიამიტურად კითხულობდნენ – თურქეთი რა, ოკუპანტი არ არის?!

დღეს, როცა ყოველდღიურად გვესმის საუბარი “უცხოურ აგენტურაზე”, რომლისგანაც თითქოს გვიცავს ივანიშვილი, უნდა გახსოვდეს, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც თითქოს “უცხოური აგენტურისგან” გვიცავენ, ლამის ყოველდღიურად აქებენ რუსები.

სინამდვილეში, “უცხოური აგენტურის” დევნა ოკუპანტის მიერ საქართველოდან ქართველი პატრიოტებისა და საქართველოს საიმედო მეგობრების განდევნის სპეცოპერაციაა, სხვა არაფერი“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.