“ქართული ლეგიონი” – ბაზაზე დივერსიული აქტის შედეგად დემეტრე დარჩია დაიღუპა

1 month ago 10

“ქართული ლეგიონის” ბაზაზე მომხდარი დივერსიული აქტის შედეგად დაღუპულია ლეგიონის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია. ცნობილია, რომ დივერსანტები ჯერ არ არიან გამოვლენილი, ხოლო ლეგიონი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“დღეს ქართული ლეგიონის ბაზაზე მოხდა დივერსიული აქტი , რის შედეგადაც დეტონაციაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა რომელიც შემოტანილი იყო გაურკვეველი პირის მიერ ამ შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი მებრძოლის დემეტრე დარჩიას დაღუპვა.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.
შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ გამოძიებას. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის.
ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.
ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნათესავებს”, – წერია “ქართული ლეგიონის” განცხადებაში.

ტელე-რადიოკომპანია ოდიში სამძიმარს უცხადებს დემეტრე დარჩიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.

სრულად წაკითხვა