“ქართული ოცნება” ნამდვილად იმსახურებს სანქციებს და უფრო მეტსაც – ქეთი ხუციშვილი

1 day ago 4

ევროპარლამენტში, სადაც დღეს საქართველოს შესახებ ანგარიში დამტკიცდა, სიტყვით „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი წარდგა და ევროდეპუტატებს კიდევ უფრო მეტი მხარდახჭერისკენ მოუწოდა.

ხუციშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში რუსული სტილის ავტორიტარიზმი მყარდება, რასაც ევროკავშირმა პასუხი სანქციებით უნდა გასცეს.

საქართველოში ჩვენ ახლა რუსული სტილის ავტორიტარიზმს ვადევნებთ თვალყურს. მაშინ, როცა მთავრობა იყენებს რუსულ რეპრესიებს, ძალადობრივად შლის აქციებს, ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას. ქართველი ხალხი ქუჩაში 200 დღეზე მეტია დგას. ისინი მზად არიან, იდგნენ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ევროპას მხარდაჭერა ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც უკვე გაკეთდა ევროპარლამენტსა და კომისიაში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი მხარდაჭერა ხალხისადმი და უფრო მეტი მკაცრი მოპყრობა ხელისუფლების მიმართ, ვინც ნამდვილად იმსახურებს სანქციებს და უფრო მეტსაც, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

სრულად წაკითხვა