
„ქართულმა ოცნებამ“ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ „ომისა და მშვიდობის“ სადავო თემა კიდევ ერთხელ გააცოცხლა, ომის შედეგად დანგრეული უკრაინისა და საქართველოში მიმდინარე განვითარების პროექტების შედარების გზით.
რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოს მმართველი პარტია თავს მშვიდობის გარანტად წარმოაჩენს და ამავდროულად იმაზე მიანიშნებს, რომ სწორედ უკრაინაა პასუხისმგებელი, რადგან ვერ მოახერხა რუსული აგრესიის თავიდან აცილება.
„ქართულმა ოცნებამ“ 12 აგვისტოს გვიან ღამით სოციალურ მედიაში საარჩევნო კლიპი გამოაქვეყნა. ვიდეოში მარცხნივ კვლავ ნაჩვენებია უკრაინაში დაბომბვებისა და ნანგრევების შავ-თეთრი კადრები, სათაურით „არა ომს!“ – მარჯვნივ კი საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პარკების, გზებისა და შენობების ფერადი კადრებია გამოსახული სლოგანით „აირჩიე მშვიდობა!“.
ერთ-ერთ კადრში ასევე ჩანს თბილისის ცენტრში, ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკი და მის შუაგულში მდებარე შადრევანი, სადაც 2022 წელს მისი საზეიმო გახსნიდან მალევე, დაზიანებულმა ელექტროგაყვანილობამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, ორმა კი დენის დარტყმის შედეგად დაზიანებები მიიღო.
This post is also available in: English
Read Next
12/08/2025 - 11:30
„ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის მერობის 63 კანდიდატი დაასახელა
11/08/2025 - 16:30
ადგილობრივი არჩევნებისთვის 17 პარტია დარეგისტრირდა
08/08/2025 - 16:32
აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
05/08/2025 - 17:20
ყაველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა
04/08/2025 - 15:03
ხელისუფლება ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ელჩს შორის იჯარის გარიგებას სწავლობს
31/07/2025 - 14:30