„ქართული ოცნება“ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხებს ამარტივებს

1 week ago 9

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 9 დეკემბერს განაცხადა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, რითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება“. მისი თქმით, „ეს გადაწყვეტა საჯარო სექტორის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს“. საქართველოში მთავრობები ხშირად მოიშველიებდნენ „რეორგანიზაციას“ განსხვავებული აზრის მქონე თანამშშრომლების გასათავისუფლებლად.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამაყობს 2015 წელს მიღებული ახალი კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავდა ერთიანი, პროფესიული საჯარო სამსახურის ხელშეწყობას. საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მხარდასაჭერად, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, მთავრობამ მნიშვნელოვანი დაფინანსება და ტექნიკური დახმარება მიიღო ევროკავშირისა და სხვა დონორებისგან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოსგან.

ასობით საჯარო მოსამსახურის საპასუხოდ, რომლებიც გაემიჯნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში „თვითწმენდის პროცესია“. მან ასევე განაცხადა, რომ  ბოლო რესურსი, რაც „უცხოელ აგენტებს“ და მათ უცხოელ პატრონებს ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, საჯარო სამსახურში, „მათ გამოიყენეს სწორედ ამ დღეებში, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ, საბოლოო ჯამში, „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის“.

„თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“, – კობახიძემ.

იმავე დღეს, 3 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აპირებენ რეორგანიზაციით გაუშან  ყველა, ვინც ხელს აწერს პროტესტს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა