„ქართული ოცნება“: ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება

19 hours ago 2

„ქართული ოცნება“ აგრძელებს შეთქმულების თეორიების განვითარებას და ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს საქართველოს ომში ჩართვის სურვილის ქონაში ადანაშაულებს.

პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადება იმეორებს ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ შესახებ, განსხვავება მხოლოდ საქართველოს შესახებ დაინიცირებული „მეგობარი აქტის“ ავტორის, ჯო უილსონის შესახებ ფრაგმენტია.

„ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ“, - წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

რესპუბლიკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი ბოლო პერიოდში აქტიუროს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირების საკითხზე. მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა