
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ 30 ივნისს თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ეს მისი „პირადი გადაწყვეტილება“ იყო. წულაძე თანამდებობას 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
„მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს“, – განაცხადა წულაძემ სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მან მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის გუნდს, რომლებიც „ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას“.
This post is also available in: English
Read Next
18/06/2025 - 13:38
ბრიტანეთის საელჩო „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უარყოფს
13/06/2025 - 12:35
ოპოზიციონერ ლიდერს ნიკა გვარამიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
12/06/2025 - 13:24
სოციალურ მედიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატების „შეურაცხყოფის“ გამო პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები სასამართლოში დაიბარეს
10/06/2025 - 16:19
ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დასახელდა
06/06/2025 - 17:39
„ქართული ოცნება“ სოციალურ მედიაში „შეურაცხყოფის“ გამო ოპონენტებს უჩივლებს
03/06/2025 - 17:04