„ქართული ოცნების“ დეპუტატების შესახებ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

1 week ago 38

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტსა და წამყვანს, ვახო სანაიას, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძეს ეხებოდა.

მართალია მანამდე რამდენიმე ადამიანი დააკავეს სოციალურ მედიაში საჯარო მოხელეების მიმართ გამოქვეყნებული განცხადებების გამო, რომლებიც სასამართლომ „შეურაცხმყოფელად“ მიიჩნია, სანაია პირველია, რომელსაც  ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საჩივრის საფუძველზე.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილება 22 ივლისს გამოაცხადა, რომლითაც დაკავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სანაია სხდომას არ დასწრებია.

“ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა ფეისბუქ-პოსტის გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან”, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, თამარ ონიოანმა. “ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა, განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად”.

ჟურნალისტი მსგავს საქმეზე 10 ივლისს 6 000 ლარით დააჯარიმეს. მაშინაც მისი პოსტი “ფეისბუქზე” პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ეხებოდა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა