
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ახალ უფროსად დაამტკიცა. მმართველი პარტიის 85-მა დეპუტატმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი.
მდინარაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსად 23 აგვისტოს წარადგინა, მას შემდეგ, რაც ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის უფროსები თანამდებობას ექვსი წლის ვადით იკავებენ, ოხანაშვილმა ამ პოსტზე მხოლოდ ხუთი თვე იმსახურა.
მას შემდეგ, რაც მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გადავიდა, მისი ადგილი პარლამენტში ვაკანტური გახდა. დეპუტატებმა მის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს.
This post is also available in: English
Read Next
03/09/2025 - 13:05
წულუკიანის კომისიამ პარლამენტს 470-გვერდიანი ანგარიში წარუდგინა
02/09/2025 - 16:54
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრთა სადეპუტატო უფლებამოსილებები ცნო
23/08/2025 - 19:45
ოხანაშვილის გადადგომის შემდეგ, მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად წარადგინეს
18/08/2025 - 17:10
სახელისუფლებო მედია აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ლიეტუვაში არჩევნების წინ ქართველ აქტივისტებს ამზადებს
13/08/2025 - 17:42
კიევი გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ომის კადრების საარჩევნო კამპანიაში გამოყენებას
13/08/2025 - 12:53