“ქართული ოცნების სახედ ვინ გაგამწესა? შენ ხარ თვითმარქვია”– ირაკლი ლატარია თამარ წულაიას

4 hours ago 4

1

ეკონომისტი, ქართული ოცნების მხარდამჭერი, ირაკლი ლატარია, მიმართავს თამარ წულაიას, რომელიც თავს ქართული ოცნების სახედ აცხადებს და წერს:

საერთოდ არ მივაქცევდი ამ ადამიანს ყურადღებას, მაგრამ ნიუსი – ნიუსზეა, სადაც ნაცები ქილიკობენ ჩვენზე, თითოელ ამომრჩეველზე და რა თქმა უნდა პარტია ,,ქართულ ოცნებაზე”….. და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია სათაურები ასეა გამოტანილი: ,,ქართული ოცნების სახე, ქართული ოცნების დეპუტატებს ქვეყნის ღალატში სდებს ბრალს”. ,,ქართული ოცნების სახე, კორუფციაში სდებს ბრალს ამა თუ იმ თანამდებობის პირებს”…. (ბოლოში ავღნიშნავ, ამ სათაურებში რა არის ყველაზე დიდი ტყუილი)…

,,თქვენ ხართ ქვეყნის მოღალატეები”.

,,თქვენ ხართ ღორები”.

,,ყველა ის ადამიანი ვინც ,,ამ” დეპუტატს (გვარს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა) ეჭვ ქვეშ არ აყენებს, ყველა ღალატობს ქვეყანას” – ე.ი მეც და მთელი ჩემი სამეგობრო და რაც მთავარია, მთელი ქართული ოცნება ქვეყნის მოღალატეა თვითმარქვია ქალბატონს რომ კითხოთ.. .

,,თქვე კორუმპირებულებო”  – და ათასი სიბინძურე, რომელსაც ,,ეს” ქალბატონი გვაკადრებს ყველას, ვინც ყველაზე კარგად ვიცით გუნდის და გუნდური პრინციპების ფასი!!!.

უამრავი არაადეკვატური ტექსტი ეკუთვნის, ქალბატონს, რომელიც საკუთარ თავს ,,პარტია ქართული ოცნების” – სახედ მოიხსენიებს.. (სწორედ მისმა ასეთმა თავხედურმა თვითრმაქვიობამ გადამაწყვეტინა აღნიშნული პოსტის დაწერა.

– ვინმეს უნდა გაეჩერებინა თორემ ვიღაცეები, ვინც შიგნით ნაკლებადაა ჩახედული, მას მართლაც ოცნების სახედ აღიქვამენ და ალბათ დამეთანხმებით რამხელა სირცხვილი და უმსგავსობაა: იბრალებდე და იმიჯს იქმნიდე როგორც პარტიის სახედ და პარალელურად გუნდის წევრებს ქვეყნის ღალატში სდებდე ბრალს….

რა თქმა უნდა ჩვენ, ყველა ვერ მოგვეწონება, ვერც მერი, ვერც გამგებელი, ვერც მინისტრი და ვერც დეპუტატი, მაგრამ თუ საკუთარ თავს თუნდაც რიგით ჯარისკაცად თვლი, ნაცების მიდგომებით გუნდს არ უნდა აზარალებდე..

საერთოდ არ მოგაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იმდენად ხშირად ახსენე ,,მე.ვარ პარტიის სახეო” და იმდენად “ნაგლად” და უტიფრად წარმოთქვი სიტყვა ქვეყნის ღალატი, ამაზე აუცილებლად პასუხი გაქვს გასაცემი….

Tamara Tamara ბევრი რომ არ ვიკამათოთ, კარგი იქნება რამდენიმე კითხვაზე მიპასუხო:

  1. საერთოდ ვინ ხარ და ქართული ოცნების სახედ – ვინ გაგამწესა?
  2. საერთოდ ვინ ხარ, რომ მითითებებით საუბრობ და ყველაზე უკანასკნელი ნაცის ლექსიკით ესაუბრები ოცნების ამა თუ თამამდებობის პირებს?
  3. 2024 წლამდე, საერთოდ თვალითაც კი არ გვყევარ არავის ნანახი და სად, როდის და როგორ ებრძოდი ნაცებს?
  4. შენს ვიდოებზე, სადაც კი ოცნებას მიწასთან ასწორებენ, შენი წაყრუებები რას ნიშნავს?
  5. იმედია ფსიქოლოგიაში ასე თუ ისე ერკვევი და ალბათ შენვე გექნება პასუხი თუ რას ნიშნავს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს აჯერებს იმას, რისი ოცნებაც აქვს .

თუ გინდა რაიმე ორგანიზაცია, დაჯგუფება მაქსიმალურად დააზარალო, აუცილებელია საზოგადოებას დააჯერო რომ შენ ხარ ამ ორგანიზაციის ყველაზე ახლო წევრი და მხარდამჭერი და როგორც კი ,,კრიტიკული მომენტი დადგება” მაშინ გამოხვალ ისეთი ტექსტებით, როგორიცაა: ,,,როგორ შევცდი” , “თურმე ესენი ვინ ყოფილან”, “მოღალატეების პარტიასთან მქონია საქმე”, “ესენი ყოფილან ღორები” და ა.შ… აბა თუ გაიხსენებ თამარა ვინ მოიქცა ზუსტად ასე?… ვინ ვერ ააყენეს ტვ პირველის ეთერიდან?.. ვინ კიოდა ნამდვილებო სად ხართო?.. იოსებ გოგაშვილი/სამწუხაროდ, თქვენს ორს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა, როგორც მენტალურად, ასევე – ქმედებითაც..

იმედია არ დამბლოკავ და პასუხს გამცემ – ,,ქართული ოცნების სახე – ტამარა”!…

თუ არ გამცემ პასუხს, მაშინ მე ვიტყვი აქვე:

შენ, არასოდეს ყოფილხარ ოცნების სახე, არასოდეს…

– რაც პირველ აბზაცში მიწერია, ნიუსების სათაურებს აკლია მხოლოდ ერთი სიტყვა: ,,თვითმარქვია”… 

სრულად წაკითხვა