2025 წლის I კვარტალში ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ექსპორტი 18.6%-ით 4.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ექსპორტის მაქსიმალური ნიშნული 5.8 მლნ აშშ დოლარი გასულ წელს დაფიქსირდა, როგორც რაოდენობაში ასევე მოცულობაში.
მიმდინარე წლის TOP-5 საექსპორტო ბაზარი კი ასეთია:
- აზერბაიჯანი – $1.04 მლნ;
 - ტაჯიკეთი – $922.3 ათასი;
 - სომხეთი – $765.6 ათასი;
 - ყაზახეთი – $572.8 ათასი;
 - უზბეკეთი – $426.4 ათასი.
 
რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 163,5 მლნ აშშ დოლარის დაფასოებული და 6.3 მლნ აშშ დოლარის დაუფასოებელი მედიკამენტები იყიდა.

                        5 months ago
                        34
                    
    
    
    





                        English (US)  ·       
                        Georgian (GE)  ·