ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ თავის წიგნში "გუშინ" საკმაოდ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
"საზაფხულო შესვენების წინ ბოლო თამაში კატოვიცეში გვქონდა, პოლონეთთან, სადაც ჩემი გოლით დავწინაურდით, მაგრამ მერე რა დაგვემართა, ახლაც ვერ ამიხსნია. გუნდი აბსოლუტურად მოირყა და 1:4 წავაგეთ.
"ქართული პრესის რეაქცია ძალიან მწვავე იყო! გაზეთებში ისიც დაიწერა, ვითომ თამაშის შემდეგ ღრეობა მოვაწყვეთ.
"მსგავსი არაფერი მომხდარა, უბრალოდ, რამდენიმე ფეხბურთელმა ცოტა დალია, თემურ ქეცბაიამ კი ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა, - "მოდით, იმ საქართველოს გაუმარჯოს, ვინც ახლა ფეხზე დგას და დედას გვაგინებსო", - წერს შოთა.