WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე, აფეთქების შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივ აირს უკავშირდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. გადაყვანისას სამივე კონტაქტური იყო.

კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. ადგილზე მაშველები და პოლიციელები მუშაობენ.

სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი კადრები ვრცელდება.

ფორუმი