კორუფციასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“ეს ქოცი პროპაგანდისტები არ ეშვებიან ლაპარაკს უკრაინაში არსებულ კორუფციაზე. ფიოდოროვის გამოსვლამ ახალი საკენკი მისცა მათ.
კი, კორუფცია დღემდე რჩება უკრაინის მთავარ პრობლემად, მაგრამ, ბიჭო, თქვენ ვის კორუფციაზე ლაპარობთ, ნახევარი მთავრობა ქრთამის აღებაზე გყავთ დაჭერილი!
თავდაცვის მინისტრი ჯარს პარავდა, სუს-ის უფროსი თურქ ბიზნესმენს მიეყიდა მილიონად.
რამდენიმე ჩინოვნიკი ბავშვთა ბაღების ფულს ითვისებდა, აგერ ყოფილ პრემიერს დღეს ახალი ბრალი წარუგინეს კიდევ.
აღარაფერს ვამბობ, რა ხდება რეგიონებში. სუსი ლამის ყოველ დღე მართავს ბრიფინფებს, რომ ვიღაც წვრილფეხა დაიჭირეს ქრთამის აღების ფაქტზე.
ქვეყანაში ტოტალური კორუფცია დაბრუნდა და თქვენ ვისზე ლაპარკაობთ?! სინდისი რომ გქონდეთ, თქვენ უკრაინის კორუფციაზე ხმას საერთოდ არ უნდა იღებდეთ. როგორც ჩამომხვრჩვალის სახლში არ ლაპარაკობენ თოკზე, ისე თქვენ არ უნდა ახსენოთ სიტყვა “კორუფცია”.
მაგრამ ქოცი პროპაგანდისტი და სინდისი?!” – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა