WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

30

კასპში მოღვაწე მღვდელი, ლევან ჯიქური:

ლამისყანაში, ამ სახლში ცხოვრობს დაქვრივებული, უმუშევარი, დედაშვილი. (ვიცი ბევრი ფანატიკოსია და ვისაც არ გჯერათ ჩამოდით და ვესტუმროთ, ხეირია ოჯახისთვის ხელცარიელები ხომ არ ჩამოხვალთ).
რამდენჯერ სთხოვეს სახელმწიოფოს სახლის შეკეთება. ნეტა შენ. ან რა შეკეთებაზეა საუბარი, სოციალური მოუხსნეს. გაასაჩივრეს, გადაამოწმეს და მაინც არ დაუნიშნეს, ძალიან მაღალი ქულები გაქვთო და ამავე ქვეყანაში რონალდინიოს სახლი აჩუქეს.
ქვეყანაში სადაც ზოგი ესეთი სახლზეც კი ნატრულობს, არ აქვთ საჭმელი, წამალი. და ამ სანახაობებს იმიტომ აკეთებთ თქვე თავლთმაქცო, ფასადურო, შეროზგილო საფლავებო საღამოს იმედზე რომ აჩვენოთ აი ქვეყანა წინ მიდის, გავუსწარით გერმანიას და ვეწევით იაპონიას. ეს თქვენ და თქვენმა შინაურება გაუსწარით ვილებით, უცხოეთში სახლებით და ოქროს ზოდებით, ერის უმეტესობა იხრჩობა ვალებში, უბედურებაში ან გარბიან აქედან