ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს – ტრაგედიის რა დეტალებია ცნობილი?

1 week ago 3

ქობულეთში, ზღვაში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს და ის წყლიდან უკვე ამოასვენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ზღვაში, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველების ცნობით, თავდაპირველად ზღვაში 2 ახალგაზრდა იყო შესული. ერთმა გამოსვლა მოახერხა, მეორეს კი მაშველები ეძებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

წყარო: პრაიმტაიმი

სრულად წაკითხვა