WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნება“ აპირებს პარლამენტში დააინიციროს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ მხლოდ მათ, ვისი ყოველწლიური შემოსავალიც 100 000 ლარს აღემატება.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე“, - თქვა საპალრამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

არსებული რეგულაციით, ვის ეკუთვნის დეკლარაციის შევსება?

მოქმედი კანონმდებლობით, თუკი გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ანაზღაურება 40 000 ლარზე მეტი იყო, ვალდებული ხართ შეავსოთ დეკლარაცია. აუცილებელია, ქონებრივი დეკლარაცია შეივსოს მაშინაც, თუკი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ამ თანხას.

იგივე წესი ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე.

რას ნიშნავს 40 000 ლარიანი ხელფასი?

თუ თქვენ „ხელზე“ 40 000 ლარზე ნაკლები აიღეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ხართ ვალდებული დეკლარაცია შეავსოთ. შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც დამსაქმებელი გიხდით თქვენ და რიცხავს ბიუჯეტში (20%) და საპენსიო შენატანის სახით (2%).

თქვენ გეკუთვნით საშემოსავლო გადასახადის გადახდა, თუკი „ხელზე“ ყოველთვიურად 2600 ლარს ან მეტს იღებთ.

სად ვნახო შემოსავლები?

თქვენი ხელფასი ყველა გადასახადის ჩათვლით ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge): მენიუდან უნდა გადახვიდეთ „ზოგად ინფორმაციაში“, შემდეგ კი ნახოთ „პირადი შემოსავალი“.

როგორ უნდა მიხვდეთ, „საოჯახო“ დეკლარაცია უნდა შეავსოთ თუ „ინდივიდუალური“?

„საოჯახო“ დეკლარაციის შევსების შემთხვევაში იზოგება დრო, თუმცა „ინდივიდუალური“ დეკლარაციის შევსება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომლის ხელფასიც (გადასახადების ჩათვლით) აღემატება 40 000 ლარს.

ვინ ითვლება ოჯახის წევრად?

ნებისმიერ ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება სულაც არ იყოს დედა, მამა, და ან ძმა. შესაძლოა იყოს დეიდაშვილი, სიძე ან მეგობარი.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ქონება თანასაკუთრებაა?

უნდა მიუთითოთ მხოლოდ ის წილი, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით თქვენ გეკუთვნით.