15
“ლელოს” ლიდერი, ირაკლი კუპრავა:
ირგანჩაიში ჩასვლისთანავე ყველაზე მეტად ერთი რამ გხვდება თვალში – ადამიანები საკუთარ სოფელში ელემენტარული ყოფითი პირობებისთვის იბრძვიან.
სოფელს დღემდე არ აქვს სასმელი წყალი, გზა და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანებისთვის ნორმალური ცხოვრების აუცილებელი პირობაა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა არჩევნებია და დაშინება ან ზეწოლაა საჭირო. ყოველდღიური პრობლემები კი წლების განმავლობაში უყურადღებოდ რჩება.
სოფელში “ქოცების” ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელიც სკოლის დირექტორიცაა და მაჟორიტარი დეპუტატიც, ძირითადად საკუთარ ოჯახის წევრებს ასაქმებს, სოფლის მთავარი პრობლემები კი წლებია არ გვარდება.
მე და ჩვენი გუნდი ამ ადამიანების გვერდით ვიდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადგილობრივების ხმა ხელისუფლებამ გაიგოს და სოფლის პრობლემების მოგვარება ვაიძულოთ!

51 minutes ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·