WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, ავრცელებს გამოცემა “ბათუმელების” ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ ჩახერგეს გონიო-კვარიათის სანაპირო და წერს:

ჩახერგვა ერთია (ამ ტენდენციას აწი ვერაფერი შეაჩერებს) და რაც მეტი სასტუმრო აშენდება, მეტად გაუვალი გახდება ბათუმი-გონიოს ტრასა.

შარშან გონიოდან ბათუმამდე ჩასვლას საათნახევარი, ან ორი საათი ვანდომებდი, არადა ნაკადი აქ სეზონზე სულ იმოძრავებს. ბათუმში დამსვენებლები გონიო-კვარიათისკენ მოდიან საბანაოდ, რადგან აქ უკეთესი წყალია, ხოლო გინიო-კვარიათში დამსვენებლები საღამოობით ბათუმში მიდიან გასართობად.

გონიოში რომ ის რაღაც არაბული ქალაქი აშენდება, წარმოიდგინეთ, მერე რა მოხდება!

არადა, არსებობს მარტვი გამოსავალი: საზღვაო ტრანსპორტი.

ამისთვის საჭიროა საშუალო ზომის მინიმუმ ორი კატარღა და სარფსა და გონიოში ორი პატარა ნავმისადგომის მოწყობა.

შედეგად სეზონზე
დაინიშნებოდა რეისი: სარფი-გონიო- ბათუმი – მწვანე კონცხი. მისით ის ხალხიც ისარგებლებდა, ვისაც ბათუმიდან მწვანე კონცხზე უნდა წასვლა, ან’- პირიქით. ივლიდა საათში, ან ორ საათში ერთხელ და დარწმუნებული ვარ, სულ სავსე იქნებოდა, რადგან საცობში დგომა არავის ეპიტნავება.

მაგრამ ქოცებმა ხომ მარტო კორპუსების ჩადგმა იციან.