ქოცებს რომ სწირავენ ასობით ათასებს, მაგას საკუთარ შვილებს აკლებენ, თუ ხარჯებში ატარებენ და მერე საბოლოოდ ჩვენ ვიხდით? – ლევან ყურაშვილი

2 hours ago 3

19

ბლოგერი ლევან ყურაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გაზრდილ ფასებზე, ასე ეხმაურება:

,,ფასწარმოქმნაზე იწერება დღეს ბევრი.
ლოჯისტიკაზე, საბანკო სესხების პროცენტებზე და ა.შ.

კი, ბევრი სწორი რამე დაიწერა, მაგრამ ეგ არაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

გუშინ, ლილუაშვილისთვის წარდგენილი ბრალის ოთხი ეპიზოდიდან ერთ-ერთი არის, თურქი ბიზნესმენისათვის გამორთმეული 1 მილიონი დოლარი.

თქვენი აზრით ბიზნესმენი, რომელიც ქრთამის სახით მილიონს იხდის, იმ ფულს საკუთარი ჯიბიდან ამოიღებს, თუ მომავალში წარმოებული პროდუქციის ფასში ასახავს?

ტენდერებზე, ატკატების სახით, ასობით მილიონი რომ ჩააქვთ “ბიზნესმენებს,” მაგ ფულს თვითონ იკლებენ, თუ ჩვენ გვახდევინებენ?

ქოცებს რომ სწირავენ ასობით ათასებს, მაგას საკუთარ შვილებს აკლებენ, თუ ხარჯებში ატარებენ და მერე საბოლოოდ ჩვენ ვიხდით?

სწორია: ყველაფერს ჩვენ ვიხდით. ატკატებსაც, ქრთამებსაც, ქოცებისთვის შესაწირ თანხასაც.

“- რა, ძმაო, შენ რომ იყო, არ მოიპარავდი?!”

ბაზარი არაა, ოღონდ მაშინ ფასებზე ნუღარ წუწუნებ, ჩემოძმაო!

კორუფცია, ცეხავიკობა და ხელმწიფის კარის ბიზნესმენობაა მთავარი ყველაფერში.

პურისა და ზეთის ფასშიც, ხარისხიან ასფალტშიც და გარემონტებულ სკოლაშიც.“

სრულად წაკითხვა