მომღერალ კორძის მიმართ გამოყენებულ შეფასებებს ირონიული მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
“შალვა პაპუაშვილს ბუჩაში ყოფნისას არ გამოუყენებია სიტყვა ფაშიზმი” ვითარების აღსაწერად. “აგრესია ” იყო მისი ყველაზე მძიმე შეფასება და კორძს, ახალგაზრდა ნიჭიერ კაცს, უწოდა ფაშისტი სკაბრეზული ტექსტის გამო, რომელიც მას არ ეკუთვნის.
რა ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ თავისივე თანაგუნდელ ქალს აგინა, ბიძინა ივანიშვილმა ლამის არა მატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა კახური გინება და კახელი არ არის პაპუაშვილი? იქაურობის პაპამისის დატოვებული ალაზნის ველების გარდა არაფერი გაუგია, დავიჯერო?
თუ ქოცისთვის შეგინება ფაშიზმია და ქოცი თუ გაგინებს – გენის ყივილი?” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა