“ქოცნება და ქოცპროპაგანდა აქტიურად ცდილობს დამაბრალონ მე ის, რასაც თვითონ აკეთებენ, კავშირი რუსებთან და რუსულ კაპიტალთან” – გიორგი კლდიაშვილი

2 days ago 4

138

IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი:

ეს ორკესტრირებული და დაგეგმილი ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანია, რომელიც წარმართა ქოცნებამ და ქოცპროპაგანდისტულმა მედიამ, დაგეგმილი და მიმართულია ჩემს წინააღმდეგ, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობასთან.

მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ჩემი საქმიანობის გამო ქოცი პროპაგანდისტები აწუხებენ უსაფუძვლო და უაზრო კითხვებით.

❗️ქოცნება და ქოცპროპაგანდა აქტიურად ცდილობს დამაბრალონ მე ის, რასაც თვითონ აკეთებენ, კავშირი რუსებთან და რუსულ კაპიტალთან.

❗️მე ჩემს ქართველ პარტნიორებთან ერთად მაქვს ლეგალური ბიზნესი, რომელიც არის ქართული ტურიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სახე. ის შეიქმნა 2020 წელს სრულად ქართული კაპიტალით – საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით, აწარმოე საქართველოს სესხის სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით და ევროკავშირის და EBRD-ს ფინანსური დახმარებით. ❗️არანაირი რუსულ კაპიტალს კავშირი არ აქვს და არ ექნება სასტუმრო “ქვევრებთან” – ეს არის ქოცპროპაგანდის მიერ მოგონილი ნარატივი.

ჩემს პარტნიორებს აბრალებენ რუსობას, ადამიანებს, რომლებიც არიან ქართველები, საქართველოს მოქალაქეები, ცხოვრობენ საქართველოში და ჩართული არიან საოჯახო ბიზნესში, რომელიც სრულად ქართული კაპიტალით შეიქმნა. მათზე რუსობის დაბრალება არის სრული სიბეცე და ტყუილი. ჩემი პარტნიორები არიან ქართველები სულით და ხორცით და საქართველოში აკეთებენ ქართულ საქმეს.

❗️აქვე მინდა ვისაუბრო აწარმოე საქართველოს პროგრამის შესახებ, რომლითაც ისარგებლა სასტუმრო „ქვევრებმა“. აწარმოე საქართველოს პროგრამა 2020 წელს საშუალებას იძლეოდა, მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხის საშუალებით, ხელი შეეწყო ტურისტული ბიზნესისთვის, კონკრეტული სტანდარტების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში – სასტუმროს მშენებლობა, ოთახების მინიმალური რაოდენობა, დასაქმებული ადამინები და სხვა. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ეს ტურისტული ობიექტი უნდა ყოფილიყო საქართველოში არსებული რომელიმე კომერციული ბანკიდან აღებული სესხით აშენებული, რაც საქართველოს ბანკიდან ავიღეთ. სასტუმროს განვითარებისთვის, ასევე ჩვენს ბიზნესს მიღებული აქვს ევროკავშირის და EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერა. სასტუმრო ქვევრებმა სრულად დააკმაყოფილა სუბსიდირების მისაღებად საჭირო ყველა მოთხოვნა, შეასრულა ყველა ვალდებულება და შექმნა უნიკალური, ქართულ ტრადიციების პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტი, დასაქმებული ჰყავს ათობით ადგილობრივი თანამშრომელი და მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, სასტუმრო ვითარდება და არის ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა საქართველოში.

ამავდროულად, სასტუმროს უკვე გადახდილი აქვს ბიუჯეტში გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა, ვიდრე სასტუმრომ სუბსიდირების სახით მიიღო.

❗️არასოდეს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი და ფინანსური გადაკვეთა IDFI-ს და სასტუმრო ქვევრებს შორის არ ყოფილა.

ვაცხადებ, რომ ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რა რისკი შეიძლება მოყოლოდა და მოყვეს ჩემთან დაკავშირებულ ბიზნესს, ჩემს პირად და ოჯახის უსაფრთხოებას, ჩემი საქმიანობის, აქტივობის და განცხადებებს გამო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც, პირადად და IDFI-ს საქმიანობით, როგორც ჩანს, დიდ დისკომფორტს უქმნის პრორუსულ რეჟიმს.

ასე, რომ ჩემთვის არ არის მოულოდნელი ის, რაც ქოც პროპაგანდამ დაიწყო და აგრძელებს ვითომ ჩემი და IDFI-ს დისკრედიტაციის მიზნით. სხვა არაფერი დარჩენიათ, რომ თავად პრორუსებმა ქართველებს გვეძახონ პრორუსები!

ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე და მოსალოდნელ რეპრესიებს არასდროს გადაუწონია ქვეყნის ინტერესები. ეს ცილისმწამებლური კამპანიაც, სწორედ აღნიშნულის დასტურია!

სრულად წაკითხვა