“ქოცნებისტები“ და „გაქოცებული“ პედაგოგები შეშფოთებულან…” – რას წერს ბერდია კალანდია

2 weeks ago 7

8

ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:

„რა შუაშია ბავშვები პოლიტიკასთან? გაამრკვიეთ… ევროპაში გინახავთ ბავშვები პოლიტიკასთან?“ – ასეთ და მსგავს პოსტებს ბოლო დღეებში „ფეისბუქსა“ თუ სხვა სოცქსელში ხშირად შეხვდებით, ანუ ძირითადად, „ქოცნებისტები“ და „გაქოცებული“ პედაგოგები არიან შეშფოთებულნი, პედაგოგები, რომელთა ძირითადი მოვალეობა, წესითა და რიგით, ისაა, რომ მოზარდებს სამშობლოს სიყვარული და ქვეყნისთვის თავგანწირვა ასწავლონ, მაგრამ ჩვენი რეალობა ასეთია – განათლების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი „ოცნების“ დიქტატის ქვეშაა და, მინიმუმ, სამსახურის დაკარგვის შიშით, თბილისის ქუჩებში მოწყობილ სისხლისღვრას ამართლებს!

დიახ, პედაგოგები, რომლებიც მიამიტურად კითხულობენ, ბავშვები პოლიტიკასთან რა შუაში არიანო, ოლიგარქის გავეშებულ სპეცრაზმელებზე სადისტები და საზიზღრები არიან!

რატომ და, ჯერ ერთი, ახლა საქმე პოლიტიკასთან კი არა, ქვეყნის დაკარგვასთან გვაქვს ანუ არჩევანი ასეთია – ან ისვე დიდი ხნით გარუსება და პუტინის ჭაობში ცხოვრება ან ცივილურ დასავლეთთან საბოლოო ინტეგრაცია.

ეს ყველაზე მეტად პედაგოგებს უნდა ესმოდეთ, რადგან ილიას, ვაჟას, აკაკის ასწავლიან, მაგრამ საკითხავია, ასწავლიან კი?!

ისე, ისიც საკითხავია, რატომ დუმან კომფორმისტი პედაგოგები იმაზე, ეროვნული გამოცდებიდან ქართველი მწერალთა ნაწარმოებები რომ ამოიღეს?!

მეორეც, „ოცნებისტო“ პედაგოგებო, სად იყავით და რატომ არ გაგახსენდათ ბავშვები მაშინ, რამდენიმე წლის წინ, „ოცნებამ“ ამ ბავშვებს პორნოვიდეოების ჩვენება რომ მოუწყო იმ საბაბით, აი, ნახეთ, „ნაცები“ რა საზიზღრები არიანო?!

ჰო, თქვენ მაშინ დუმდით და ახლაც დუმხართ!

ამ დუმილს და მოჩვენებით ვიშვიშს, ბავშვებს პოლიტიკაში რა უნდათ, ხალხი კი არა, ისტორია არ გაპატიებთ!

დიახ, თქვენ, გაქოცებულო პედაგოგებო, გუშინ სათაყვანებლები იყავით.

დღეს, თქვენი ფასი, როგორც თქვენი საყვარელი ი. კობახიძე და სხვა „ქოცჯალათები“ იტყოდნენ, ჩალის ფასია!

სრულად წაკითხვა