,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით და კონკრეტული მინიშნებებით ე.წ. ,,ქოცობის” შესახებ საუბრობს:
,,მეგობრებო, ქოცობა ესაა მენტალური მდგომარეობა და არა პარტიული კუთვნილება. ქოცური მოდგმა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ქოცის უშუალო წინაპრები არიან ბოლშევიკები, მოღალატე კომუნისტები, რომელთაც საქართველოს წაართვეს დამოუკიდებლობა, შემოუძღვნენ ქვეყანაში მტერს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს.
ბოლშევიკი ქოცები მაშინდელ პატრიოტებს ყაჩაღებსა და უცხო ქვეყნის აგენტებს ეძახდნენ, სწორედ ისე, როგორც დღეს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მიხა ხელაშვილი მტრებად იყვნენ შერაცხულნი, უხსენებელი სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი გმირებად, თუმცა ისტორიამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა!
დღეს ქაქუცა და მიხა პატრიოტიზმის სიმბოლო არიან, სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე კი მოღალატეები! ზუსტად ასევე იქნება სულ ცოტა ხანში, ყველაფერი თავის ადგილას დადგება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
ქოცად ყოფნა ისეთივე სამარცხვინო გახდება, როგორც კომუნისტობაა დღეს. ქოცს ოფიციალურად ეწოდება მოღალატე და ქვეყნის მტერი, ხოლო მათ წინააღმდეგ მებრძოლ სინდისის პატიმრებს, ისტორია და ქართველი ერი, გმირებად შერაცხავს! ეს დრო შორს არაა!
გვახსოვდეს, ქოცი არის მოღალატე და ბოლშევიკი, ამ ქვეყნის მტერი, ხოლო ქოცთან მებრძოლი თითოეული ადამიანი პატრიოტი და გმირია! ✊🇬🇪🇪🇺🇺🇦”, – წერს ლაშა დიაროვი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე