5
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,გლობალურმა ომის პარტიამ“ რამდენიმე დღეში ააცმევინა რუსეთს სირიიდან, შესაბამისად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონიდან, თავისი ბაზებიან პლაცდარმიანად. სისხლიანი დიქტატორი ბაშარ ასადიც მოსკოვში გაუგზავნა საჩუქრად. რუსულმა ბაზებმა და სამხედრო დახმარებამ ვეღარ დაიცვა სირიელი დიქტატორი–რუსეთის ყველაზე ერთგული მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში. რუსეთმა უზარმაზარი ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური რესურსები ჩადო ასადის სისხლიანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბოლო 9 წლის განმავლობაში, თუმცა, ბაშარ ასადმა ძალაუფლება ვეღარ შეინარჩუნა და რუსეთში გაიქცა. კრემლის პროექტი სირიაში რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. ქოცპროპაგანდის ადგილზე ვიამაყებდი, რომ აი, “გლობალური ომის პარტია“ ერთადერთი ბატონ ბიძინას ვერ მოერია, თუმცა არა… არიან გასუსულები. იმიტომ რომ რუსეთის ყველა მოკავშირეს დედა აქვს ნატირები და როგორ უთხრან ნეტარ ქოცაუდიტორიას, ჩვენღა დავრჩით და სავარაუდოდ ჩვენც მალე გვეტირებაო დედა.”