ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 700 სტუდენტის მოთხოვნა სწავლის შეჩერებაზე, არ დააკმაყოფილა

2 weeks ago 11

1

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ისინი აპროტესტებენ რექტორატის გადაწყვეტილებას, რომელმაც სასწავლო პროცესი არ შეაჩერა.

ამ მოთხოვნით 700 სტუდენტმა ადმინისტრაციას ორი დღის წინ წერილობით მიმართა. ახალგაზრდები ითხოვენ სწავლის შეჩერებას ან შუალედურების აღდგენის თავისუფალ გრაფიკს იმისათვის, რომ აქციებში მიიღონ მონაწილეობა.

“700 სტუდენტმა ხელმოწერებით გააგზავნა რამდენიმე მოთხოვნა რექტორთან სწავლის გაჩერებაზე ან სტუდენტების ხელშეწყობაში იმაზე რომ აქციებზე ვიაროთ. ამას მოყვა მტკიცე უარი ყოველგვარი განმარტების გარეშე და რამდენიმე პუნქტზე ყურადღებაც არ გაუმახვილებიათ. ამის გამო მოეწყო მსვლელობა კამპუსებიდან სალექციო კორპუსებამდე და ვითხოვთ დიალოგს”,- ამბობენ სტუდენტები.

დღეს ქუთაისში პროტესტის მე-6 დღეა.

სრულად წაკითხვა