ქუთაისის "ტორპედო" 33 წლის თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა დატოვა

4 weeks ago 8

ქუთაისის "ტორპედოში" დიდი ცვლილებებია. კლუბი მოთამაშეებმა დატოვეს, შეიცვალა თავკაციც, რომელიც სულ მალე გაოფიციალურდება.

ბიორნ იონსენმა "ტორპედოს" მაისურით 34 თამაშში 23 გოლი გაიტანა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა.

იმერულ კლუბში ასევე აღარ იასპარეზებენ მომო იანსანე, აურო ჟუნიორი, გია მანჯგალაძე, ლაშა შერგელაშვილი და გიორგი მჭედლიშვილიც.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად 57 წლის გერმანელი მწვრთნელი დირკ შუსტერი ინიშნება.

სრულად წაკითხვა