ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას 2 დემონსტრანტი დაშავდა.
როგორც სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაშავებულები რამდენიმე წუთი პოლიციელთა ალყაში იყვნენ. ადგილზე მყოფი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.
როგორც კადრებში ჩანს, მას შემდეგ, რაც ძირს დაცემული არასრულწლოვანი ფეხზე წამოაყენეს, ის პოლიციამ წაიყვანა. უცნობია დააკავეს თუ გაარიდეს ის ტერიტორიას.