ქუთაისში, აქციიდან გატაცებული არასრულწლოვანი ისევ იზოლატორშია – მას ადვოკატი არ ჰყავს

2 weeks ago 4

5

ქუთაისში, აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი ამ დრომდე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ლუკა ჯიბლაძეს ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ედავებიან. მშობლის ინფორმაციით, მას ადვოკატი არ ჰყავს. უცნობია ასევე როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

მოზარდი გუშინ პოლიციამ საპროტესტო აქციაზე სცემა და გაიტაცა. დადევნების დროს აქციის მონაწილეები მის დახმარებას ცდილობდნენ. არასრულწლოვანი ორჯერ შეუძლოდ გახდა. იზოლატორში მასთან ღამე დედამ გაატარა, თუმცა, ჩაუტარდა თუ არა ლუკა ჯიბლაძეს სამედიცინო შემოწმება, უცნობია.

ექიმების დახმარება გუშინ ამ ინციდენტის დროს აქციის ორ მონაწილეს დასჭირდა. აქედან ერთი არასრულწლოვანია.

სრულად წაკითხვა