გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქუჩის პროტესტი ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია რუსული კანონის შემობრუნების წინააღმდეგ და მისივე თქმით, უკვე აქვთ კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან:

“ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან.

ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცეს ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე 26 ოქტომბერს. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.

ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა. მე არ ვიცი ახლა ასეთი მზაობა რამდენად არსებობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორთან” განაცხადა ჯაფარიძემ