WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისში, გია ჭანტურიას სახელობის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ მოძრაობის მართვას პოლიციელები, გზა არაა გადაკეტილი და ადგილზე ვიდეოს გადაღების.მომენტში, არაა სახანძრო-სამაშველო სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ავტომობილის აალების მიზეზი, ეს ამ ეტაპზე უცნობია.