“ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის, თუ აფასებ დემოკრატიას, დაამტკიცე – ქმედებებით, არა უხამსობით” – კოლსი პაპუაშვილს

1 week ago 4

9

ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა, სოციალურ ქსელით მიმართა და ბალტიელი ლიდერებისადმი ცილისწამებაში დადანაშაულა.

ევროპარლამენტარის თქმით, “შალვა პაპუაშვილი ცილს სწამებს მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, თუმცა “ნამდვილი ღალატი“ პირიქით “ქართული ოცნების“ რიგებიდან მოდის.“

“ბალტიელი ლიდერების, “რეჟიმის ცვლილების” წამქეზებლებად გამოყვანის მცდელობა სასაცილოა“, – წერს კოლსი.

დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას იცავ, რისი დაცვაც შეუძლებელია – მთავრობას, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიდის, უგულებელყოფს საკუთარი ხალხის ნებას, და უცხოური ძალების გულს იგებს, რომლებსაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა სურთ. შენ ცილს სწამებ მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, მაგრამ ნამდვილი ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის.

ევროპარლამენტი მართებულად გამოვიდა მათ წინააღმდეგ სანქციების მოწოდებით, ვინც საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს აფერხებს, მათ შორის შენს წინააღმდეგ. არ შეგეშალოს – შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად. ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის, არც ჩვენი ტოლერანტულობა ფარისევლობისთვის, რომელიც შეფუთულია ფსევდო-დემოკრატიულ რიტორიკაში.

ბალტიელი ლიდერების, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ დემოკრატიას და საქართველოს სუვერენიტეტს, ‘“რეჟიმის ცვლილების” წამქეზებლებად გამოყვანის მცდელობა სასაცილოა. ჩემი ბალტიელი ძმები – და ბევრი ევროპაში – ეწინააღმდეგებიან არა არჩევნებს, არამედ თქვენი მთავრობის დემოკრატიული ნორმებისგან უხეშ გადახვევას, მის ანტიუკრაინულ მესიჯებსა და მის ფლირტს რუსულ გავლენასთან.

პასუხისმგებლობა უცხოურ ჩარევაში არ აგერიოს. შენი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმიტომ კი არაა, რომ “საკუთარ ხალხს ემსახურება”, არამედ იმიტომ, რომ მათ მომავალს უთხრის ძირს. თუ არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია, მაშინ საშუალება მიეცით ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროპაგანდისგან თავისუფალი. თუ ნამდვილად აფასებ დემოკრატიას, დაამტკიცე – ქმედებებით, არა უხამსობით.

მანამდე, კრიტიკის გაჩუმების შენი მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მას. ევროპა ქართველ ხალხთან ერთად დგას, მათთან არა, ვინც მათი დემოკრატიული ბედის გაძარცვას ცდილობს”, – წერს კოლსი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ესტონელი და ლიეტუველიპოლიტიკოსები, მიხელსონი და პავილიონისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის “დამუნათების მცდელობაში“ დაადანაშულა, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო.

სრულად წაკითხვა