29
ნაცმოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური:
“26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი”. – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი.
ირაკლი ღარიბაშვილისგან კარგი ცოტა თუ გაგახსენდება კაცს, საქმეც და სიტყვაც – ბრიყვული ლაპარაკიც გვახსოვს, ჩვენს მიმართ ცინიკური მომართვებიც და ადამიანის ღირსების შემლახავი მორჩილებაც ივანიშვილის მიმართ.
მართალია ყველა, ვინც არ ივიწყებს მის საქციელს, მაგრამ ახლა მასზე არაა ლაპარაკი.
უფრო მის ვითომ თანამებრძოლებზე… როგორ ეგებოდნენ ფეხქვეშ, როგორ შეჰყურებდნენ და შეჰხაროდნენ და დღეს მის ბავშვებზე შურისძიებას ისე ატარებენ, ვითომც არაფერი ხდება; მათ სინდისს არაფერი ეხება, მათი გული არაფერს გრძნობს. ღარიბაშვილი წაიქცა და ახლა უნდა გადაქელონ, ერთმანეთს აჯობონ წიხლის დარტყმაში, თითო კბილი ყველამ უნდა გაჰკრას, რადგან შერისხულის მიმართ თანაგრძნობამ შეიძლება ქურუმი გააბრაზოს და მათაც ციხეში მიუჩინოს ადგილი.
და არაფერი ქოცზე ისე არ მეტყველებს, როგორც ეს რბოლა წაქცეულის გარშემო.“
საერთაშიროსო alia.ge