
„ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ 17 ოქტომბერს და აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გვარაკიძის თქმით, ჩხრეკები, ჩატარდა „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“. ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
„ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა გვარაკიძემ და დასძინა, რომ „გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად, დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“.
This post is also available in: English
Read Next
29/09/2025 - 19:20
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება ედებათ ბრალად
19/09/2025 - 18:32
დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ვასაძეს სანქციები დაუწესა
17/09/2025 - 11:33
700 მილიონ დოლარამდე თანხის გათეთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
01/09/2025 - 17:49
პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები „საბოტაჟის“ გამოძიებასთან დაკავშირებით დაიბარა
27/08/2025 - 13:00
ხელისუფლებამ „საბოტაჟის“ ბრალდებით გამოძიების ფარგლებში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა
17/07/2025 - 15:33