ღარიბაშვილს გირაო შეეფარდა ერთი მილიონი ლარის ოდენობით ასევე, აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი

6 days ago 10

ყოფილ პემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გირაო შეეფარდა ერთი მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცეს.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძე სრულად დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას და გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით გამოაცხადა.

ღარიბაშვილს პროცესზე სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. მან მხოლოდ მოსამართლის კითხვას უპასუხა:

„რამის თქმა ხომ არ გსურთ?“, – ჰკითხა ბარბაქაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

„არაფერი“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

სრულად წაკითხვა