ღარიბაშვილს მოეთხოვება პასუხი, აი, პირდაპირ ვეუბნები და მომისმინოს – მამუკა ხაზარაძე

2 months ago 31

“ღარიბაშვილს მოეთხოვება პასუხი იმ ნაქურდალის გამო, რაც წაიღო, აი, პირდაპირ ვეუბნები და მომისმინოს”– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ 12 მარტს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “პირველ ხაზში” სტუმრობისას.

“მოგეთხოვებათ პასუხი თქვენნაირი მოსამართლეებისა  და შოთაძის ინსტიტუებისგან კი არა, დამოუკიდებელი პროკურორისგან მოგეთხოვებათ პასუხი და დამოუკიდებელი/სამართლიანი სასამართლო გაგამართლებთ, როგორც მოპარეთ და პარავთ ქართველ ხალხს და როგორ უყოფთ ჯიბეში ხელს, ამაზე მოგეთხოვებათ, პირდაპირ გეუბნებით. ეს არც მუქარაა, არც ცუდი სიზმარი, ეს არის გამართული სახელმწიფოს ფუნქციისთვის საჭირო ამბავი, თქვენ არავინ არ გაგატანთ და არ შეგარგებთ ნაქურდალ ფულს, არც იმ მოსამართლეებს, რომლებსაც აქ ყოველ შაბათს ვხედავთ, თუ რა სასახლეებს იშენებენ.

პირდაპირ გეუბნებით, მოემზადეთ, სჯობს ახლავე დაწეროთ განცხადება და თქვათ, რომ შევცდი, ვერ დაასაბუთებთ ამ ქონებას? – მოგეთხოვებათ პასუხი”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სრულად წაკითხვა