“ქართული ოცნება” ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების სასტიკ ანგარიშსწორებას ხელმძღვანელობდნენ, ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შსს მაღალჩინოსნებს ღირსების ორდენებზე “ხარებას”, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვახტანგ გომელაურს და სხვებს წარადგენენ.
ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილნი: ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე, თეიმურაზ კუპატაძე, ვაჟა სირაძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.